სიახლეები

სიონის საჯარო სკოლაში ბოლოს ზარის ღონისძიება მოეწყო

18 მაი, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ სიონის საჯარო სკოლაში მე–12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ სიონის საჯარო სკოლაში მე–12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სკოლას და მასწავლებლებს სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი მცირე ღონისძიებით დაემშვიდობენ, რომელში მონაწილეობას სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
სიონის საჯარო სკოლის მე–12 კლასის ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ მაშანეიშვილი, გამგეობის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგოები, მოსწავლეები და მათი მშობლები. 
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ჯუმბერ ბორჯოდაშვილმა და გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ მაშანეიშვილმა სკოლის კურსდამთავრებულებს მიულოცეს სკოლის წარმატებით დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და წინსვლა უსურვეს.
სიონის საჯარო სკოლა წელს ხუთმა მოსწავლემ ილია კუპატაძემ, არტურ გაბოიანმა, თინა კუპატაძემ, ტათევიკ პოღოსიანმა და მირანდა კვიციანმა დაასრულეს, რომლებიც სწავლას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მათთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელებენ.

სხვა სიახლეები