სიახლეები

კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“–ის ფარგლებში მასტერკლასი ჩატარდა

18 მაი, 2016

18 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“–ის ფარგლებში, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე და პროექტის დირექტორი მაია ჯამალაშვილი უძღვებოდნენ.

18 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“–ის ფარგლებში, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის, მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე და პროექტის დირექტორი მაია ჯამალაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.
პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში განხორციელდება, მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მოახდინონ თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ერთმანეთისთვის გაცნობა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა. 
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას, მიმდინარე წლის 28 მაისს, მარნეულის კულტურის სახლი უმასპინძლებს, რომლის შემდგომაც, მონაწილეებისგან დაკომპლექტდება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენს როგორც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, ისე სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს - ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ჩატარდება ქვემო ქართლის რეგიონში (ყოველწლიურად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში) და განსაზღვრულია 3 ასაკობრივი კატეგორია:
• 6 -დან – 9 წლის ჩათვლით - კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები;
• 10 - დან - 13 წლის ჩათვლით - კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები;
• 14 -დან - 17 წლის ჩათვლით - კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები;
აღნიშნული პროექტი, კავშირი „დემოსის“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურის სამინისტრო უწევს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში გამარჯვებულ კონკურსანტებს, სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.

სხვა სიახლეები