სიახლეები

მარნეულის სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა

20 მაი, 2016

დღეს, 20 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

დღეს, 20 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

სკოლის დამთავრების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები განსაკუთრებული სიხალისითა და სიხარულით გაიმართა სხვადასხვა სკოლებში, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, თემურ ბერიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 
სპეციალურად ამ დღისთვის, სკოლის მოსწავლეებმა მინი იუმორისტული სკეჩები, სიმღერები, ლექსები და სიმღერები მოამზადეს.
ღონისძიების დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სხვა სიახლეები