სიახლეები

გამგებელი „ხალხური რეწვის წრე“–ს ესტუმრა

21 მაი, 2016

დღეს, 21 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი , კულტურის ცენტრთან არსებულ ხალხური რეწვის წრის ერთ–ერთი თემატური გაკვეთილის მიმდინარეობას, ხატვის გაკვეთილს დაესწრო.

დღეს, 21 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი , კულტურის ცენტრთან არსებულ ხალხური რეწვის წრის ერთ–ერთი თემატური გაკვეთილის მიმდინარეობას, ხატვის გაკვეთილს დაესწრო.

გამგებელი გაეცნო ხალხური რეწვის წრის საქმიანობას, გაესაუბრა ბენეფიციარებს და წრის ხელმძღვანელთან და ა(ა)ი.პ „კულტურის ცენტრი“–ს დირექტორთან ნატო შავიშვილთან ერთად აღნიშნული სასწავლო წრის განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელა და მისი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ „კულტურის ცენტრში“ ფუნქციონირება დაიწყო ხალხური რეწვის წრემ.
წრე, 5 თვეა წარმატებით ფუნქციონირებს და უკვე 20 ბენეფიციარს ითვლის. აქ მოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ტრადიციული ხელსაქმე, დახელოვდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები. 
წრე მულტიეთნიკურია, დაკომპლექტებული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებით (სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, ბერძნები), რომელსაც ხელმძღვანელობს გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტი, თენგიზ კაპანაძე.
აღნიშნული წრის დაარსების მიზანია, ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება. ხალხური რეწვა ერთის მხრივ კულტურული ინდუსტრიების ნაწილია, ხოლო მეორე მხრივ კი, იგი წარმოადგენს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის შენარჩუნება და თაობიდან თაობაზე გადაცემა კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობა და უმნიშვნელოვანესი რესურსია ქვეყნის განვითარებისთვის. გამომდინარე აქედან ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნას აცხადებს მსგავსი სასწავლო წრეების გახსნის ხელშეწყობისთვის.
უახლოეს მომავალში იგეგმება წრის გაფართოება, ადგილობრივებს ასაკის შეუზღუდავად საშუალება ექნებათ შეისწავლონ კერამიკაზე, ტიხრულ მინანქარზე, თიხაზე მუშაობა და ხელნაკეთი ნიმუშების დამზადება.

სხვა სიახლეები