სიახლეები

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მარნეულში

21 მაი, 2016

დღეს, 21 მაისს, 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

დღეს, 21 მაისს, 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ექსპოზიცია 11-დან 22 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმოგზაურებს.(ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახაქალაქში).

სხვა სიახლეები