სიახლეები

„ეტალონი-2016”-ის ფინალურ ტურში მარნეულელი მოსწავლე მონაწილებდა

22 მაი, 2016

21 მაისს, თბილისში სპორტის სასახლეში, საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი-2016”-ის ფინალური ტური გაიმართა. ინტელექტ ჩემპიონატის გრანდიოზულ ღონისძიებას, საქართველოს ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის "ეტალონი მოსწავლე" ეწვია, რომელთა შორის იყო მარეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის მე–12 კლასის მოსწვალე დიანა ბოლქვაძე.

21 მაისს, თბილისში სპორტის სასახლეში, საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი-2016”-ის ფინალური ტური გაიმართა. 
ინტელექტ ჩემპიონატის გრანდიოზულ ღონისძიებას, საქართველოს ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის "ეტალონი მოსწავლე" ეწვია, რომელთა შორის იყო მარეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის მე–12 კლასის მოსწვალე დიანა ბოლქვაძე.

ღონისძიებაზე, სტუმრის სტატუსით, საქართველოს ცენტრალური და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიწვეული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი. 
სპორტის სასახლეში, ინტელექტ-შეჯიბრის ფინალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. იაპონიის, ისრაელისა და პოლოინეთის ელჩებმა საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული და საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მოსწავლე ანრი ფაღავა გახდა. ანრიმ 31,11 წამში 75 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მას არც ერთ კითხვაზე არ შეუკავებია თავი. ანრის ფულადი პრიზი, 20 000 ლარი გადაეცა.
მეორე ადგილზე გავიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლე ნია შაქარაშვილი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი, 6 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი 4 000 ლარი გადაეცა.
“ეტალონის” ფინალურ შოუ-კონკურსში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის და თბილისის (10 გამგეობის) 82 “ეტალონი-მოსწავლე” და მათი 7.000 გულშემატკივარი მონაწილეობდა.
ღონისძიების დასასრულს გამგებელი, ეტალონში მონაწილე მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეს დიანა ბოლქვაძეს შეხვდა და მადლობა გადაუხადა პროექტში მიღწეული წარმატებებისთვის.

სხვა სიახლეები