„ღამე მუზეუმში“ მარნეულის მუნიციპალიტეტში
21 მაისს მუზეუმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თითქმის ყველა მუზეუში მოეწყო აქცია,ს ახელწოდებით – „ღამე მუზეუმში“. გამონაკლისი არც მარნეულის მუნიციპალიტეტი იყო და აქციას სოფელ წერაქვში მდებარე მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სახლ–მუზეუმი სახვადასხვა აქტივობით შეურთდა.
21 მაისს მუზეუმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თითქმის ყველა მუზეუში მოეწყო აქცია,ს ახელწოდებით – „ღამე მუზეუმში“. გამონაკლისი არც მარნეულის მუნიციპალიტეტი იყო და აქციას სოფელ წერაქვში მდებარე მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სახლ–მუზეუმი სახვადასხვა აქტივობით შეურთდა.
აქცია „ღამე მუზეუმში“ ფარგლეში, წერაქვის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სახლ–მუზეუმი, მიწვეულ სტუმრებს საინტერესო პროგრამით დახვდა. ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების პირველი ნაწილი მწერლის შესახებ ნაკლებად ცნობილი ფაქტების გაცნობას დაეთმო. დამსწრეებს მუზეუმის დირექტორმა, თათია შენგელაიამ გააცნო მიხეილ ჯავახიშვილის „ცხოვრების გზა“, რომლის შემგომაც მწერლის მოთხრობა „ფინჯანი“–ს ინსცენირება მოეწყო,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ წერაქვის საჯარო სკოლისა და საგანმანათლებლო ცენტრის „სწავლა სინათლის წყარო“–ს მოსწავლეები. მოსწავლეებმა წაიკითხეს მიხეილ ჯავახიშვილის თანამედროვე მწერლების ლექსებიც.
ღონისძიების მეორე ნაწილი კოცონის გარშემო პოეზიის საღამოთი გაგრძელდა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წაეკითხა ლექსები, ესაუბრა მწერლობაზე და ხელოვნებაზე. პოეზიის საღამოს ალამაზებდა ხალხური ტრადიციული სიმღერები და კლასიკური მუსიკა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, გამგეობის თანამშრომლები, ა(ა)იპ „კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნატო შავიშვილი თანამშრომლებთან და ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად, გამგეობის ახალგაზრდული ფრთა და ადგილობრივი მოსახლეობა.
აღნიშნული აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“–ს ორგანიზებით გაიმართა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები მიმდინარეობდა, რომელიც 21 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ დასრულდა.
ღონისძიებებს თბილისისა და რეგიონების მუზეუმებში უამრავი ადამიანი დაესწრო.
მუზეუმების საერთაშორისო დღე - დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 39 წელია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. 2016 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები”, რომელიც შერჩეულია ICOMM-ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით. თემის აქტუალობა განპირობებულია ეკოლოგიური პრობლემების არსებობით, რომელსაც განიცდის პლანეტა თანამედროვე ეპოქაში.
აქცია „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, პირველად საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმმა დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე უმასპინძლა.