სიახლეები

23 მაისიდან საქართველოში „ევროპული კაფეების“ ტური დაიწყო

23 მაი, 2016

დღეს, 23 მაისს, საქართველოში „ევროპული კაფეების“ ტური დაიწყო, რომელმაც სტარტი მარნეულის მუნციპალიტეტში აიღო. ტური 27 მაისამდე გაგრძელდება და მთელს აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს.

დღეს, 23 მაისს, საქართველოში „ევროპული კაფეების“ ტური დაიწყო, რომელმაც სტარტი მარნეულის მუნციპალიტეტში აიღო. ტური 27 მაისამდე გაგრძელდება და მთელს აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს.

ღონისძიების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს სლოვაკი ექსპერტები მარია კადლეჩიკოვა (ეკონომიკის ექსპერტი სოფლის მეურნეობის სფეროში, გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში) და პროფესორი მიხალ ბიგანიჩი (ქალაქ სტარა ლუბოვნას ყოფილი მერი, ბიზნესმენი და დიპლომატი) სტუმრობდნენ.
ექსპერტმება დღევანდელ შეხვედრაზე სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს. 
ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიულ კომუნიკაციათა დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ნოზაძემ ისაუბრა. 
„ევროპული კაფეების ტური“ თავის მხრივ, არის პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე“ შემადგენელი ნაწილი და ხორციელდება გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ სლოვაკეიდის მხარდაჭერით, ხოლო საქართველოში პარტნიორია სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
აღნიშნული, პროექტი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის და ადგილობრივი თემის ლიდერების ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებას და პროცესის სწორად წარმართვის განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ასევე გულისხმობს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და თანამშრომლობის შესახებ კონსტრუქციული და არგუმენტირებული მსჯელობის წამოწყებას, შესაბამისად აქცენტი გაკეთდება ასოცირების შეთანხმებაზე,ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციაზე. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გამგეობის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები.
დღესვე, მსგავსი ტიპის შეხვედრა ქალაქ რუსთავის მერიის სხოდამთა დარბაზში გაიმართება.

სხვა სიახლეები