შეხვედრა გამგეობის მრჩეველთა საბჭოსთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, თვითმმართველობის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მუნიციპალური სერვისების ხარისხიანად და თანაბრად მიწოდების მიზნით აქტიურად მუშაობს, რათა შემუშავებული იყოს ის მინიმალური ნორმები და წესები, რითაც თვითმმართველობა სერვისების ეფექტიან მიწოდებას შეძლებს.

თვითმმართველობის სერვისების დოკუმენტის უკეთ შემუშავებისთვის, 23 მაისს, გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა – გამგეობის მრჩეველთა საბჭოსთან.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე თემურ ბერიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე, ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ მაშანეიშვილი, თანამშრომლები და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც მოეწყო სერვისების სამუშაო დოკუმენტის განხილვა.
სერვისების მიწოდების სფეროს დახვეწის მიზნით, სამუშაო შეხვედრები უახლოეს მომავალშიც მოეწყობა, რომლის შემდგომაც მოხდება სრული/დამუშავებული დოკუმენტის ვებ–გვერდით გასაჯაროება, რათა თვითმმართველობის მიერ მიწოდებული მომსახურება მაქსილამურად შეესაბამებოდეს ხარისხის იმ მაჩვენებელს, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.