სამუშაო თათბირი 26 მაისსთან დაკავშირებით
დღეს, 25 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 26 მაისსთან დაკავშირებით, სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც გამგებელის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე უძღვებოდა. მარნეული, ისევე როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტები, წელს გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნავს ამ დღეს, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, საიუბილეო თარიღია.

თათბირს ესწრებოდნენ გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეები – თეიმურაზ ბერიძე და ქამანდარ ისმაილოვი, გამგეობის სამსახურისა და განყოფილებების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში .გამგებლის წარმომადგენლები.
გამგებელმა, დღევანდელი თათბირის საშუალებით, ხვალინდელ გრანდიოზულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ანგარიში მოისმინა.
როგორც თათბირზე აღინიშნა, სპეციალურად ამ დღისთვის, დილიდან მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იქნება გამგების წინ, რუსთაველის ქუჩა. ხოლო, მუნიციპალიტეტის ადმინისტაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ღონისძიებაზე დასწრება, გამოყოფილი იქნება სამარშუტო ტაქსები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პროგრამა გათვლილია როგორც პატარა სტუმრებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის და სხვა მოწვეული სტუმრებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 მაისს, მარნეულში, გამგეობის წინ, 12 საათიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება გაიხსნება.