სიახლეები

№2 საჯარო სკოლაში 26 მაისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

27 მაი, 2016

ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა შეასრულეს პატრიოტული თემაზე შექმნილი სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და თეატრალური წარმოდგენები დადგეს.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლის მიერ ორგანზიებული ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, სადაც მიწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და მარნეულის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი.
მათ სკოლის დირექციას, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს ღონისძიების გამართვისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 25 წლის იუბილე.

სხვა სიახლეები