სიახლეები

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია მარნეულში

27 მაი, 2016

დღეს, 27 მაისს, მარნეულის სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქვემო ქართლის რეგიონალურ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

დღეს, 27 მაისს, მარნეულის სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქვემო ქართლის რეგიონალურ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთი ჯაყელი და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სერთიფიკატები 54 მსმენელსა და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის 16 მსმენელს გადაეცა. 
აღსანიშნავია, რომ მსმენელთა უმრავლესობა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშია დასაქმებული. 
შეგახსენებთ, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 
სკოლა ახალი სასწავლო პროგრამის - „საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ განხორცილებას იწყებს, რომლის სწავლებაც მიმდინარე წლის 27 მაისს, მარნეულის სასწავლო ცენტრში 12:00 საათიდან დაიწყო. 
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული მოქალაქეები წარმოადგენენ.

სხვა სიახლეები