სიახლეები

შაუმიანის „სათემო განათლების ცენტრს“ საჩუქრად წიგნები გადაეცათ

27 მაი, 2016

დღეს, 27 მაისს მარნეულის მუნციპალიტეტის შაუმიანის დევნილთა დასახლების “სათემო განათლების ცენტრი“–ს ახალგაზრდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

დღეს, 27 მაისს მარნეულის მუნციპალიტეტის შაუმიანის დევნილთა დასახლების “სათემო განათლების ცენტრი“–ს ახალგაზრდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

აქციაში ჩართული იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, თვითმმართველობის თანამშრომლები. აღსანიშნავია,რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცენტრს გადასცა 150 დასახელების სხვადასხვა შინაარსის ისტორიული და მხატვრული ლიტერატურა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის აქციაში ჩართულ ყველა პირს, შეტანილი წვლილისთვის.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და მარნეულელი ახალგაზრდების ინიციატივით 23 აპრილს, მსოფლიო წიგნის კითხვისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყო სოციალური აქცია „გააჩუქე წიგნი, იზრუნე მომავალ თაობაზე!“, რომელიც საბოოლოდ დღეს დასრულდა. აქციის ფარგლებში შეგროვებული წიგნები კი დღეს შაუმიანის დევნილთა დასახლების "სათემო განათლების ცენტრის" ახლაგაზრდებს გამგეობის თანამშრომლება გადასცეს.

სხვა სიახლეები