სიახლეები

შეხვედრა წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ

27 მაი, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში შპს საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებმა ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს, ფერმერებმა ყვარლის მუნიციპალიტეტიდან კი, რომელიც უკვე იყენებს ირიგაციის თანამედროვე მეთოდებს საკუთარი გამოცდილება გაუზირა შეკრებილ აუდიტორიადა და მის უპირატესობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქამანდარ ისმაილოვი, გამგეობის თანამშრომლები, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და საკითხით დაინტერესბული პირები.

სხვა სიახლეები