№5 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ცერემონია გაიმართა
დღეს ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლაში, „ბოლო ზარის“ ცერემონია გაიმართა. მეთორმეტეკლასელების გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი რესურს–ცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ლექსებით, სიმღერებითა და იუმორისტული წარმოდგენებით გამოემშვიდობნენ სკოლის კედლებს.
გამგებელმა, კურსდამთავრებულებს მიულოცა და გზა დაულოცა ცხოვრების ახალ ეტაპზე, ხოლო პედაგოგებსა მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატება უსურვა.