სიახლეები

უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები მარნეულში

31 მაი, 2016

დღეს, 31 მაისს, ქალაქ მარნეულში, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ.

სამედიცინო კონსულტაციებისა და გასინჯვების მსვლელობა მოინახულეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა თეიმურაზ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაეწიათ პედიატრიაში, კარდიოლოგიაში, ნევროლოგიაში, გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში,ოფთალმოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, უროლოგიასა და დერმატოლოგიაში. 
შეგახსენებთ, რომ პროგრამის სტრატეგიული მიზანია ადგილზე მრავალპროფილიანი მაღალკვალიფიციური სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების გზით ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები