სიახლეები

ქალაქ მარნეულში სამი ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნა

31 მაი, 2016

დღეს, 31 მაისს მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ მიმდინარე წელს შეძენილი სამი HIGER BUS, KLQ6770G მარკის ავტობუსი, მარნეულის შიდა ხაზზე დაინიშნა, რომელიც სოფელ ყიზილაჯლო – რკინიგზის გადასასვლელი მიმართულებით იმოძრავებს.

დღეს, 31 მაისს მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ მიმდინარე წელს შეძენილი სამი HIGER BUS, KLQ6770G მარკის ავტობუსი, მარნეულის შიდა ხაზზე დაინიშნა, რომელიც სოფელ ყიზილაჯლო – რკინიგზის გადასასვლელი მიმართულებით იმოძრავებს.

ახალი კომფორტული ავტობუსებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგბელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან, შ.პ.ს „ავტო პარკის“ დირექტორ გრიგოლ ჯალაღონიასთან, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე ამირან გიორგაძესთან, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირებთან და მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა, სადაც მოუსმინა მგზავრთა საჭიროებებს და მისი კომპეტენციის ფარგლებში სწრაფ რეაგირებას დაპირდა.
შეგახსნებთ, რომ მარნეულის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ მიმდინარე წელს სამი ახალი HIGER BUS, KLQ6770G მარკის ავტობუსი შეიძინა. თითოეული ავტობუსი გათვლილია 55 მგზავრზე.
სამივე ავტობუსის ღირებულებამ ჯამში 444 000 ლარი შეადგინა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.
ახალი ავტობუსები მგზავრებს კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს. თითოეული მათგანი აღჭურვილია ნახევრადრბილი სავარძლებით, კონდიციონერით და 2 ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომელიც მთლიანად აკონტროლებს სალონს. 
ავტობუსი აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის არის საჭირო.

სხვა სიახლეები