სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღე მარნეულში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

01 ივნ, 2016

✔ დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სახლის ეზოში მოსულ მარნეულელ პატარებს, ა.(ა)ი.პ „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, ბევრი სიურპრიზი დახვდათ.

✔ დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სახლის ეზოში მოსულ მარნეულელ პატარებს, ა.(ა)ი.პ „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, ბევრი სიურპრიზი დახვდათ.

სპეციალურად ამ დღისთვის, გაიხსნა სივრცე, რომელიც დატვირთული იყო საბავშვო – საზეიმო ღონისძიებებით.
ბავშვებისთვის გათვლილ ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს სიტყვით მიმართეს და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცოს.
კულტურის ცენტრის მხატვარ/მასწავლებლის თამარა ლეთოდიანის, ხალხური რეწვის პედაგოგის თენგიზ კაპანაძის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეების (თექის ნაწარმის შექმნასთან დაკავშირებით) მიერ, პატარებისთვის მასტერკლასები ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, ხატვისა და ძერწვის კუთხეებს სტუმრებოდნენ, თავად შეექმნათ და საჩუქრად მიეღოთ საკუთარი ნამუშევარი, ასევე გამოეძერწათ და მოეხატათ თიხის ნაკეთობები.

კულტურის სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეების მიერ წარმოდგენილი იქნა მათ მიერ შექმნილი თექის ნამუშევრების გამოფენა; მათ პატარებს სხვადასხვა საჩუქრებიც უსახსოვრეს.

საბავშვო ღონისძიებაში ჩართული იყო, მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია DP (Dream Partners), რომლებმაც სტუმრად მოსულ პატარებს, სახეზე ხატვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები შესთავაზეს.
ა.(ა)ი.პ „კულტურის ცენტრთან“ არსებულმა თანამედროვე ცეკვების ქორეოგრაფიულმა სტუდია “never stop”-მა პატარებისთვის ფლეშმობი მოაწყო.
ღინისძიებას შეუერთდნენ მხიარული ანიმატორებიც. 
მოეწყო ფერადი ბუშტების ჰაერში გაშვება, რომლის შემგომაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ ინსტრუმენტალური ბენდები. დღევანდელი ღონისძიება საბაშვო ფილმის ჩვენებით დასრულდა.

სხვა სიახლეები