სიახლეები

„კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ პროექტის პრეზენტაცია

01 ივნ, 2016

დღეს, ქალაქ თბილისის, იუსტიციის სახლში ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–ს წარმომადგენლებმა „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია მოაწყო, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

დღეს, ქალაქ თბილისის, იუსტიციის სახლში ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–ს წარმომადგენლებმა „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია მოაწყო, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტორს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რატი იონათაშვილი, თბილისის №202, №20 სკოლისა და ქუთაისი №45 სკოლის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციართა მშობლები და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. 
პროექტის შესახებ პრეზენტაციებით ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–ს თავჯდომარე მაია ბიბილეიშვილი და პროექტში ჩართული ექსპერტები წარსდგნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელებს პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების საჭიროებებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ შშმ პირთა მიმართ დღემდე არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა სტერეოტიპები, გამომდინარე აქედან, ჩვენი როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მოვალეობაა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები რაც ამ სტერეოტიპებს დაამსხვრევს. ამისთვის აუცილებელია რიგი ღონისძიებების გატარება, რომ მათ ჰქონდეთ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრების, ისე საზოგადოებაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხარია, რომ ამ მიმართულებით მარნეულის მუნიციპალიტეტში კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და დადებითი შედგებიც სახეზე გვაქვს.“
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID–ის წარმომადგენლებმაც. 
შეგახსნებთ, რომ პროექტი „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება 2013 წლის აგვისტოდან. პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა და მოსწავლეთა, კერძოდ: ყრუ და სმენადაქვეითებული, უსინათლო და მცირემხედველი, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგონების საჭიროებების გამოვლენა და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა. ამ ბავშვთა კითხვის უნარების განვითარება, ასაკის შესაბამის სპეციალურ საჭიროებაზე მორგებული მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების შექმნა; სწავლების მეთოდების შემუშავება-დანერგვა ადრეული ჩარევის ცენტრებსა და დაწყებით კლასებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სოფელ ყიზილაჯლოში 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს „ადრეული ჩარევის ცენტრი“, სადაც ამჟამად 25 ბენეფიციარი სწავლობს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან დადიან (თაზაქენდი, აღმამედლო, ულაშლო, ქურთლიარი, ყიზილაჯლო და მარნეული). ცენტრში დასაქმებულია 11 ადამიანი, აქედან კი 7 ადგილობრივი კადრია. იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ცენტრში ბავშვები სხვადასხვა სოფლებიდან დაჰყავთ თვითმმართველობა ტრანსპროტირებას უზრუნველყოფს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცენტრის გამართული ფუნქციონირებისათვის გამოყო შენობა, სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის პირველ სართულზე, ასევე გამგეობა პროგრამის მხარდასაჭერად ხელს უწყობს ცენტრში დანერგილი სასწავლო პროცესების შეუფერხებლად განვითარებას.
2016 წლისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცენტრის ფუნქციონირების ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოჰყო 65 000 ათასი ლარი. 2017 წლისთვის კვლავ იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, რომლის რაოდენობაც განისაზღვრება ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით.
პროექტის „კითხვა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში განისაზღვრა: ა) სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვთა განათლებისათვის საჭირო ეტაპები, ბ) გაიხსნა სამი ადრეული ჩარევის ცენტრი ყრუ და სმენადაქვეითებული, უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვებისთვის თბილისში, თელავში და მარნეულში. გ) შეიქმნა სპეციალური სასწავლო მეთოდოლოგია და საგანმანათლებლო რესურსები, ყრუ და სმენადაქვეითებული, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსები მოიცავს: 1) 3-6 წლამდე სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვთა სასწავლო მეთოდოლოგიას, 2)ასევე N 202 საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სპეციალიზირებული პროფილის სკოლა), N203 და N45 საჯარო სკოლების (ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების სპეციალიზირებული პროფილის სკოლა) ზოგად ადმინისტრაციულ გზამკვლევს, და გაფართოვებულ კურიკულუმს ამავე სკოლის მასწავლებლებისთვის. 3) 3-6 წლამდე სმენის ან მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სპეციალიაზირებულ საბავშვო მოთხრობები , მოთხრობების ილუსტრირებული ბარათების პაკეტი, მოთხრობების გზამკვლევები, და გზამკვლევთა დანართები.

სხვა სიახლეები