სიახლეები

მარნეულელ სპორტსმენებს წარმატებები ბატუტზე ხტომაში

02 ივნ, 2016

საქართველოს პირველობაზე ბატუტზე ხტომაში, მარნეულელ სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ.

საქართველოს პირველობაზე ბატუტზე ხტომაში, მარნეულელ სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ.

2016 წლის 28-29 მაისს, ქალაქ თბილისში, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა და დაიკავეს 1 -პირველი და 1-მეორე ადგილი.
პირველი ადგილზე გავიდა – გაბრიელ ფანგანი. (მწვრთნელი აკაკი გაბაშვილი)
მეორე ადგილზე კი გიორგი ნავერიანს ერგო . (მწვრთნელი აკაკი გაბაშვილი)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა გუნდურში დაიკავეს საპრიზო მესამე ადგილი.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა თასით დააჯილდოვა საუკეთესო სპორტსმენი ანა აფაქიძე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს მარნეულელ ახალგაზრდებს გამარჯვებას და სპორტულ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

სხვა სიახლეები