სიახლეები

მარნეულში ფოტოკონკურსის - "ჩემი თვალით დანახული ევროპა"-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

02 ივნ, 2016

1 ივნისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროში, ფოტოკონკურსის "ჩემი თვალით დანახული ევროპა"-ს გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ.

1 ივნისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროში, ფოტოკონკურსის "ჩემი თვალით დანახული ევროპა"-ს გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ.

ფოტოკონკურსში, რომელიც მარნეულში, ევროპის დღეების ფარგლებში გამოცხადდა, მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული ახალგაზრდები. 
სპეციალურად ამ დღისთვის, კონკურსის ყველა მონაწილის გადაღებული ფოტო დაიბეჭდა და გამოიფინა ცენტრის ბიუროს სივრცეში, სადაც გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები და სიგელები გადაეცათ.

აღსანისნავია, რომ ფოტოკონკურსში, პირველი ადგილი დაიკავა მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა გოგატიშვილმა, მეორე და მესამე ადგილები კი გაიყვეს სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ რაშად აბასოვმა და მარნეულის შოთა რუსთაველის სახელობის N5 სკოლის მოსწავლემ თეკლა აბესაძემ.

სხვა სიახლეები