გამგებელი სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღს ესტუმრა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც პატარა აღსაზრდელების ზეიმს დაესწრო.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც პატარა აღსაზრდელების ზეიმს დაესწრო.
პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით, ცეკვებითა და ლექსებით წარსდგნენ.
ზეიმის შემდეგ, გამგებელმა საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გამგებელმა, ასევე დაათვალიერა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა, დირექტორს და მასწავლებლებს გაესაუბრა, გაეცნო მათ საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ხიხანის საბავშვო ბაღი 2014 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა. ამ ეტაპზე ბაღში 50 აღსაზრდელი სწავლობს, აქედან 2 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა, რომელიც სპეციალური მასწავლებლის დახმარებით აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო აქტივობებში.
საბავშვო ბაღის პროექტი განხორციელდა თანადაფინანსებით. შენობის რემონტსა და კეთილმოწყობაზე გამგეობამ იზრუნა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014–2015 წლებში ჯამში 61 944 ლარი გამოიყო, ხოლო სოფლის პროგრამის ფარგლებში 12 952 ლარი.
ამ ეტაპისთვის, საბავშვო ბაღში დასაქმებულია 10 ადგილობრივი.