სიახლეები

სპორტული აკრობატიკის ტურნირში მარნეულელმა სპორტსმენებმა პირველი ადგილი დაიკავეს

07 ივნ, 2016

2016 წლის 4 ივნისს ქალაქ რუსთავში ჩატარდა ნუგზარ ჩხარტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეთვრამეტე რესპუბლიკური ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში.

2016 წლის 4 ივნისს ქალაქ რუსთავში ჩატარდა ნუგზარ ჩხარტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეთვრამეტე რესპუბლიკური ტურნირი სპორტულ აკრობატიკაში.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის „სპორტული სკოლის“ სპორტსმენებმა, რომლებმაც დაიკავეს 4 პირველი ადგილი.

გთავაზობთ შედეგებს:
პირველი ადგილი ნახიდ კასუმოვი 2005წ (მწვრთნელი დემური ჟორჟოლიანი)
პირველი ადგილი ანი სალთხუციშვილი 2005წ (მწვრთნელი დავით ხერგიანი)
პირველი ადგილი ელა მინასიან 2001წ (მწვრთნელი დავით ხერგიანი)
პირველი ადგილი ბარის ტუნიან 2000წ (მწვრთნელი დავით ხერგიანი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცვას „სპორტული სკოლის“ სპორტსმენებს და მწვრთნელებს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!

სხვა სიახლეები