სიახლეები

ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მარნეულელი სპორტსმენების წარმატება

07 ივნ, 2016

2016 წლის 4 და 5 ივნისს ქალაქ მესტიაში, ჩატარდა ლერი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 2000- 2001წწ და 2002-2003-2004წწ დაბადებულ ძიუდოისტებს შორის.

2016 წლის 4 და 5 ივნისს ქალაქ მესტიაში, ჩატარდა ლერი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 2000- 2001წწ და 2002-2003-2004წწ დაბადებულ ძიუდოისტებს შორის.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის „სპორტული სკოლის“ სპორტსმენებმა, რომლებმაც დაიკავეს 4 პირველი ადგილი, 1 მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი.

ტურნირის შედეგები ასე განაწილდა:

პირველი ადგილი ლუკა კაპანაძე– 55კგ 2001წ (მწვრთნელი დემური ჟორჟოლიანი).
პირველი ადგილი სამათ ალიევი–81კგ 2000წ (მწვრთნელი დავით ხერგიანი).
პირველი ადგილი კოტე კაპანაძე–42კგ 2003წ (მწვრთნელი დავით ხერგიანი).

მეორე ადგილი ბექა წიფიანი –42კგ 2001წ (მწვრთნელი ზვიადი ბეჟანიშვილი).

მესამე ადგილი ბაჩო პაპუნაშვილი 55კგ 2000წ (მწვრთნელი სანდრო იაკობაშვილი).
მესამე ადგილი დავაძე ირაკლი 50კგ 2002წ (მწვრთნელი სანდრო იაკობაშვილი).

აღსანიშნავია, რომ კოტე კაპანაძემ იასპარეზა ორ ასაკობრივ კატეგორიაში 2002– 2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის, სადაც დაიკავა 1 ადგილი და 2000წ-2001წ დაბადებულ სპორტსმენებს შორის, სადაც ასევე დაიკავა 1 ადგილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს „სპორტული სკოლის“ სპორტსმენებს და მწრვთნელებს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებებს და წინსვლას მათ სპორტულ კარიერაში!

სხვა სიახლეები