ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
2016 წლის 1 და 2 ივნისს ქალაქ ბაღდადში, ჩატარდა ლევან ებანოიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
2016 წლის 1 და 2 ივნისს ქალაქ ბაღდადში, ჩატარდა ლევან ებანოიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის „სპორტული სკოლის“ სპორტსმენებმა, რომლებმაც დაიკავეს 2 მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი.
გთავაზობთ შედეგებს:
მეორე ადგილი ქამრან იუსუბოვი–20კგ 2009წ (მწვრთნელი ვახტანგ ნარიაშვილი)
მეორე ადგილი რამილ ბაირამოვი–23კგ 2007წ (მწვრთნელი ვახტანგ ნარიაშვილი)
მესამე ადგილი სანან ასკეროვი–35კგ 2004წ (მწვრთნელი ფიზული მურსაკულოვი)
მესამე ადგილი ელჩინ შამილოვი–35კგ 2002წ (მწვრთნელი შახვალად აშიგოვი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს „სპორტული სკოლის“ სპორტსმენებს და მწვრთნელებს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!