მარნეულში, კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ შესარჩევი ტურები იმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“, ფარგლებში შესარჩევი ტურები იმართება, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლებით, ფინალური ტურის მონაწილე კონკურსანტების შერჩევა ხდება.

კონკურს-ფესტივალის ბოლო დღე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები. ხოლო, გრან-პრის მფლობელები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან ერთად იმღერებენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში გამარჯვებულ კონკურსანტებს, სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
პროექტის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.
პროექტი, მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მოახდინონ თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ერთმანეთისთვის გაცნობა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა.
აღნიშნული პროექტი, კავშირი „დემოსის“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურის სამინისტრო უწევს.