სიახლეები

მარნეულმა თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა ძიუდოში

11 ივნ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“, გაიმართა ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, თენგიზ ნავერიანის, სახელობის საკლუბო ჩემპიონატი პირველი ლიგაში, 2000-2001 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით არსებული 26 კლუბი მონაწილეობდა, სადაც საპრიზო ფონდი 20 ათას ლარს შეადგენდა.
შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და მარნეულის მუნიციპალიტეტი.

სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრები, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საზეიმოდ გაიხსნა, სადაც ქართული საცეკვაო ნომერი შეასრულა მარნეულის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგური“. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის, ქვემო ქართლის გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის ძელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ჩემპიონატში წარმოდგენილი 26 კლუბიდან, ფინალურ შეხვედრაში 6 კლუბი გადავიდა, რომელთა შორის, პირველი ადგილი მარნეულის თენგიზ ნავერიანის სახელობის კლუბმა დაიკავა, მეორე ადგილი თბილისის კლუბს „ შავი ავაზა“–ს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე ახმეტის კლუბი „ახმეტა“ და თბილისის კლუბი „ბოკვერი“ გავიდნენ.

საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მონაწილე და გამარჯვებული კლუბები სპეციალური სიგელებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

სხვა სიახლეები