გამგებელმა სოფელ ყიზილაჯლოში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
დღეს, 14 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ისმაილ ბაირამოვთან და გამგეობისა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდეგ გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოუსმინა მათ პრობლემებს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ამ წლის 7 ივნისს დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში 8 ქუჩაზე, აკაკი წერეთლის, მეხტი ჰუსეინის, მოლა ფანახ ვაგიბის, ნოე ჟორდანიას, ჰიდრის ზეინალოვის, ათა თურქის, ათა თურქის ჩიხი №2 და თაზა მაჰლას ქუჩებზე, დაიგება 4 კმ–იანი გზის ასფალტო–ბეტონის ორ ფენიანი საფარი.
სამუშაოებზე დასაქმებულია 20 ადგილობრივი.
პროექტი ხორციელდება თანადაფინანსებით, რომლის ღირებულებაც შეადგენს 810 795 ათას ლარს. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50 700 ლარი, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან(რგპ) კი გამოიყო 760 095 ლარი.