სიახლეები

მარნეულელი სპორტსმენის წარმატება კრივში

14 ივნ, 2016

2016 წლის 7–დან 14– ივნისამდე რუსეთში, ქალაქ ანაპაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კრივში ახალგაზრდებს შორის.

2016 წლის 7–დან 14– ივნისამდე რუსეთში, ქალაქ ანაპაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კრივში ახალგაზრდებს შორის.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა ოთარ ნავერიანმა ( 56– კგ წონით კატეგორიაში, მწვრთნელი ზურაბ მუშკუდიანი), რომელმაც დაიკავა მეორე ადგილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს სპორტული სკოლის სპორტსმენს ოთარ ნავერიანს და მწვრთნელს მიღწეულ შედეგს და უსურვებს წარმატებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!

სხვა სიახლეები