სიახლეები

თვითმმართველობების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

15 ივნ, 2016

6-10 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს რეგიონების, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ესტონეთის რესპუბლიკის პარნუს რეგიონის გუბერნატორთან კალევ კალიუსტესთან, ლაანემაას რეგიონის გუბერნატორთან ნეემე სურთან, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორთან მარიე მარდისალუ-კაჰართან და ადგილობრივი თვითმმართველობების ესტონეთის კავშირის თავმჯდომარესთან კურმეტ მუურსეპთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ევროკავშირის უდიდესი რძის გადამამუშავებელ საწარმოს, ნარჩენების მართვის ცენტრს, წყლის მართვის სადგურსა და ესტონეთის ელექტრონული მომსახურებების ცენტრს ეწვივნენ. 
შეხვედრებზე, ესტონურმა მხარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობა. 
ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა უმასპინძლა. #GeorgiasEuropianway #ევროინტეგრაცია2016 #რეგიონები2016

სხვა სიახლეები