სიახლეები

გამგებელი ევროპის პრიზიორს მარნეულელ სპორტსმენს შეხვდა

16 ივნ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან ერთად, კრივში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს მარნეულელ სპორტსმენს ოთარ ნავერიანს შეხვდა, აღნიშნულ ტურნირში მიღწეული წარმატება მიულოცა და თვითმმართველობის სახელით მადლობის სიგელი გადასცა. ხოლო მწვრთნელს ზურაბ მუშკუდიანს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7–14 ივნისს რუსეთში, ქალაქ ანაპაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კრივში ახალგაზრდებს შორის, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, ოთარ ნავერიანმა, (56– კგ წონით კატეგორიაში, მწვრთნელი ზურაბ მუშკუდიანი), მეორე ადგილი დაიკავა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ულოცავს სპორტული სკოლის სპორტსმენს ოთარ ნავერიანს და მწვრთნელს მიღწეულ შედეგს და უსურვებს წარმატებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!

სხვა სიახლეები