სიახლეები

გამგეობაში პროგრამა „მომავალი თაობა“-ს შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

17 ივნ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალი თაობა“ შუალედური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის სამიზნე სკოლები მანრეულიდან და გარდაბნიდან, პროგრამის ხელმძღვანელები, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები. მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცვნეს. სადაც დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები, მასწავლებლები, სამოქალაქო კლუბები და სკოლები.
აღსანიშნავია, ღონისძიების ფარგლებში თვითმმართველობის სახელით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვნენ ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებული მარნეულელი მოსწავლეები.
მოსწავლეებს საჩუქრები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ქამანდარ ისმაილოვმა გადასცა.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

სხვა სიახლეები