მარნეულში CinéDOC-Tbilisi-ის ტურის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართა
დღეს, 17 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მხარდაჭერით, CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მარნეულში, კულტურის სახლში გაიმართა.

კინოფესტივალის ტურის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ჯესი როსლერის ინდურ-ამერიკული ფილმი „ზღვის ვარსკვლავები“.
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი მზარეულის, სკოლის მოსწავლე გოგონასა და პენსიაზე გასული მასწავლებელის ისტორიას, რომლებმაც შიმშილის წინააღმდეგ გლობალური მოძრაობა წამოიწყვეს.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მარნეულელი ახალგაზრდები. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რაც ფილმის გმირების პრაქტიკის გაზიარებასა და ამ პრაქტიკის განხოციელების გზებს შეეხო.
აღსანიშანავია, რომ დღევანდელი ფილმის ჩვენება ძალიან სასიამოვნო, ხოლო დისკუსია საკმაოდ ინტერაქტიული აღოჩნდა.