სიახლეები

მარნეულმა რუსთაველის თეატრს უმასპინძლა

20 ივნ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, რუსთაველის თეატრმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებისა და ხალხური პოეზიის მიხედვით სპექტაკლი „ სტუმარ–მასპინძელი“ დადგა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, რუსთაველის თეატრმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებისა და ხალხური პოეზიის მიხედვით სპექტაკლი „ სტუმარ–მასპინძელი“ დადგა.

სპექტაკლის რეჟისორი ვალერიან გორგოშიძე იყო, რომელმაც ვაჟა ფშაველას გენალური ნაწარმოების გმირები ერთ მოქმედებაში გააცოცხლა და მაყურებელს რიტუალური ტრაგედიის ჟანრში წარუდგინა.
სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი ყველასათვის ცნობილი მსახიობებისგან შედგებოდა, როგორიცაა – ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, მანანა აბრამიშვილი, ბაჩო ლეჟავა, ბექა სონღულაშვილი, ედმონდ მინაშვილი და ალექსანდრე მიკუჩაძე–ღაღანიძე.
მარნეულის სცენაზე ვაჟას პოემის გაცოცხლებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც არ ცხრებოდა მაყურებლის აპოდისმენტები მსახიობების წინაშე.
სპექტაკლს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
თეატრალური საღამო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა სიახლეები