სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა

22 ივნ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი უძღვებოდა.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ჩვიდმეტ საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა წარუდგინეს.
საკრებულოს სხდომაზე განხილული ჩვიდმეტი საკითხიდან, დეპუტატებმა მხარი თხუთმეტ საკითხს დაუჭირეს, ხოლო ორი საკითხი, გარემოებების დაზუსტებისა და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მომდევნო საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გადაიდო.
დღევანდელ საკრებულოს სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატების წინაშე სიტყვით, სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლი ირმა მჭედლიძე გამოვიდა, რომელმაც სხომაზე დამსწრე საზოგადოებას, ქვემო ქართლის ოფისის შემადგენლობა გააცნო და სახალხო დამცველის მანდატსა და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ასევე დეპუტატებს, გადაეცათ თემატური ბროშურები და სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის საკონტაქტო ინფორმაცია. 
დღესვე სხომაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ოლგა ენდელაძემ, პროექტ „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“–ს ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის, კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტის მხრიდან, პროაქტიულად და რეგულარულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ვებგვერდის საშუალებებით თვითმმართველობის განხორციელებაში, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების მონიტორინგის შედეგები გააცნო.

სხვა სიახლეები