სიახლეები

„თვითმმართველობის სკოლის“ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ

22 ივნ, 2016

დღეს, „თბილისი მერიოტში“ ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს, მათ შორის იყო, 15 მარნეულელი ახალგაზრდა მსმენელი.

დღეს, „თბილისი მერიოტში“ ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს, მათ შორის იყო, 15 მარნეულელი ახალგაზრდა მსმენელი.

ღონისძიება, რომელიც „მწვანე კავკასია“ და სამოქალაქო კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ მენეჯერი მარიამ შიოშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომელმაც პროექტის ორგანიზატორებსა და ჩართულ პირებს მადლობა გადაუხდა მსგავსი სასარგებლო პროექტის განხორციელებისთვის. სტუდნეტებს მიულოცა პროექტის წარმატებით დასრულება, წარმატებები უსურვა და მათი მხრიდან წამოსული ინიციატივების სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, აღნიშნა, რომ იგი მზად არის პრაქტიკები გაატაროს მუნიციპალიტეტებში, რათა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენენ.
„ვფიქრობ, რომ ეს არის თაობა, რომლებიც მომავლში აქტიურად უნდა დასაქმდნენ მუნიციპალიტეტებში. მივესალმები ასეთ აქტიურ ახალგაზრდებს და ჩემი მხრიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა თაობა და მათი ახლებური იდეები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს ასეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელებისთვის.“ – განცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან მუნიციპალიტეტებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა გამოცდის(ტესტირება) ჩაბარება, ხოლო 2017 წლიდან მოხელის სერტიფიკატის მიღება საჯარო სექტორში დასაქმების აუცილებელი პირობა ხდება. აღნიშნული ფაქტი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საკადრო რესურსის განახლებისათვის ბარიერს წარმოქმნის. ამ პრობლემების პრევენციისთვის, ქვემო ქართლის რეგიონულმა ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით, საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველი ახალგაზრდებისათვის, განახორციელა პროექტი „თვითმმართველობის სკოლა ქვემოქართლის სტუდენტებისათვის.
„თვითმმართველობის სკოლის“ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 60-მა სტუდენტმა, რომელთაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. წარმატებული მსმენელები ზაფხულში გაივლიან პრაქტიკას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

პროექტით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საჯარო მოხელის გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნა. 
სპეციალურად ამ სასწავლო კურსისათვის შემუშავდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი თვითმმართველობა“
პროექტი დაფინანსებულია მცირე გრანტების პროგრამიდან პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

სხვა სიახლეები