ევროკავშირის დელეგაციის წევრები სადახლოს ესტუმრნენ
დღეს, 22 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ევროკავშირის დეგელაციის წევრებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორთან, ლორენს მერედიტთან ერთად პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ ფარგლებში საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს.

დელეგაციის წევრებს სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა, აღნიშნული პროექტის წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ ნაბი აბდულაევმა უმასპინძლეს.
საზოგადოებრივი ცენტრის დათვალიერების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ინფორმაცია მრავალფეროვანი სერვისების შესახებ მიიღეს, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 8 რეგიონის 18 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ზოლის მახლობლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშიც აშენდა.