მდინარე ბანოვშაზე გადასასველელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები
✔ მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ბანოვშაზე არსებული დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
✔ მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ბანოვშაზე არსებული დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები 1989 წლიდან აღარ ჩატარებია, რის გამოც ხიდი ავარიულ მდგომაროებაში იყო სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სახიდე გადასასვლელზე გზის რეაბილიტაცია, არსებული ბურჯების გამაგრება, ახალი დამცავი მოაჯირების მოწყობა, საძირკვლის გამაგრება და გატარდა სხვა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ხიდის საფარის, ისე მიმდებარე ტერიტორიის, დაახლოებით 650 კვადრატული მეტრის ფართობის კეთილმოწყობაც.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა, რომლის სატენდერო თანხა 860 000 ლარს შეადგენს.
ხიდის სარეაბილიტაციიო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.