შეხვედრა სტუდენტებთან
დღეს, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები მარნეულში მცხოვრებ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
დღეს, მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები მარნეულში მცხოვრებ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის თანამშრომლები და ქალთა ოთახის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების განხილვა და მათ მოსაგვარებლად გზების ძიება წარმოადგენდა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებს, რომელთა შორის სტუდენტებმა ჩართვის სურვილი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2016“–ში გამოთქვეს.