მარნეულში სასმელი წყლის შიდა დაქსელვა აქტიურად გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამია-გეურახის ადმინისიტრაციული ერთეულის სოფელ ახლო-ლალოში და შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სარალში სასმელი წყლის შიდა დაქსელვის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს; რაც 7851 მ-იანი და 7768 მ-იანი სიგრძის ცენტრალური მაგისტრალების გაყვანას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სოფლებში აქამდე არ არსებობდა ცენტრალიზირებული სასმელი წყლის ქსელი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 90%-ი შესრულებულია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. აღნიშნულ მაგისტრალზე მოხდება ოჯახების ინდივიდუალური დაერთება, რის შემდეგაც სასმელი წყლის მრიცხველების დაყენება იგეგმება.
აღსანიშნავია , რომ პროექტის ფარგლებში ჯამში 17 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის თანადაფინანსების 5% მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა.