სიახლეები

მარნეულში საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსების პრეზენტაცია მოეწყო

27 ივნ, 2016

27 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ზოგად საუნივესიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დავით სონღულაშვილმა, მარნეულის საჯარო სკოლის დირექტორებთან და საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

27 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ზოგად საუნივესიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დავით სონღულაშვილმა, მარნეულის საჯარო სკოლის დირექტორებთან და საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს, დამსწრე საზოგადოებისთვის - საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსების (STEM – Science, Technology, Engineering, Mathematics) გაცნობა წარმოადგენდა.
როგორც პროფესორმა პრეზენტაციის მსვლელობისას აღნიშნა, სასწავლო კურსი მოიცავს ფიზიკის, საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის შესწავლას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მათ მაგალითზე. სასწავლო პროგრამის მიზანს, მუდმივად განვითარებადი ახალი ტექნოლოგიების და ზუსტი მეცნიერებების უკეთ ათვისება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის გამოშამუშავება, მეცნიერებისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ურთიეთდაკავშირება და ახალგაზრდებში სამეცნიერო-ტექნიკური შემოქმედების უნარების ჩამოყალიბება წარმოადგენს. 
პროფესორ დავით სონღულაშვილის განცხადებით, საგაკვეთილო პროცესი ემყარება თანამედროვე სუპერ ტექნოლოგიების მიღწევებს, მოიცავს ამ ტექნოლოგიების დანერგვის და რეალიზების პროექტებს, რაც მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაეცნოს ფიზიკურ მოვლენებს, პროგრამირების საფუძვლებს, მარტივი ალგორითმების შექმნას და მათ გამოყენებას, როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ გარემოში. 
სასწავლო კურსის გაკვეთილები ემყარება ცოდნის მიღებას, რაიმე ბუნებრივი მოვლენის ან მზა ობიექტის მაგ. მექანიზმის, მოწყობილობის, მოდელის და ა.შ. დეტალური შესწავლის შედეგად. იმავდროულად პრაქტიკული სამუშაოები გულისხმობს ანალოგიური მოწყობილობების შექმნის პროცესში მონაწილეობას, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მარტივი მექანიზმების შექმნას და მის დაპროგრამირებას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლის ცოდნასა და შესძენს გამოცდილებას.
პროექტების რეალიზების პროცესი ამავდროულად სხვადასხვა მოვლენის კვლევისა და მისი ძირეული გააზრების საშუალებას წარმოადგენს. 
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები