სტომატოლოგიური კლინიკა „დენსის“ გახსნის ცერემონია– ქალაქ მარნეულში
29 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან ერთად მიწვეული იყო სტომატოლოგიური კლინიკა „დენსის“ გახსნის სერემონიალზე.
29 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან ერთად მიწვეული იყო სტომატოლოგიური კლინიკა „დენსის“ გახსნის სერემონიალზე.
აღსანიშნავია, რომ ახალი სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც ქალაქ მარნეულში, რუსთაველის №3 შია განთავსებული, ათი ადგილობრივი კადრი დასაქმდა.
როგორც კლინიკის მენეჯერმა, პრეზენტაციაზე განაცხადა, „დენსი“ მარნეულელებს სხვადასხვა სტომატოლოგიური მომსახურებას სთავაზობს, ესენია : იმპლანტაცია; ორთოდონტია; ორთოპედია; თერაპია; პაროდონტოლოგია; ესთეტიკური სტომატოლოგია; პლასტიკური ქირურგია; ქირურგია; ბავშვთა სტომატოლოგია; კოსმეტოლოგია და სატექნიკო ლაბორატორია.
გამგებელმა „დენსის“ ხელმძღვანელობას მილოცა მარნეულში ახალი კლინიკის გახსნა, ხაზი გაუსვა ადგილობრივებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობას და მომსახურე პერსონალს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.