სიახლეები

სამუშაო შეხვედრა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების შესახებ

30 ივნ, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი, საზოგადოება"-ს ერთობლივი ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, სოფელ ყიზილაჯლოში არსებული სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრის მომსახურებაში ჩართული ბენეფიციარის მშობლები, ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი, საზოგადოება"-ს წარმომადგენლები, მარნეულის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს, როგორიცაა ყიზილაჯლოში არსებული ცენტრის მიერ შეთავაზებული მომსახურების პრეზენტაცია, სოციალური სააგენტოს მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამის წარმოდგენა და ამ პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო პროცედურების გაცნობა. ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ შეხვედრაზე მოეწყო სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სერვისების პრეზენტაცია.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.

სხვა სიახლეები