სიახლეები

მარნეულში ნარჩენების სეპარირების მიზნით ნაგვის ახალი კონტეინერები დაიდგმება

30 ივნ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობს.

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, სწორედ ამ დრომდე მოუგვარებელი მწვავე პრობლემა – ნარჩენების მართვის სერვისის დახვეწა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს. 
ერთ–ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ყუთების დადგმა, რომელსაც თვითმმართველობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ორგანიზაცია „სუფთა სამყარომ“ მუნიციპალურ შპს ,,მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“–სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტს ნარჩენების სეპარირების მიზნით, მუყაოს ნარჩენებისთვის განკუთვნილი 20 კონკეინერი და პლასტიკისა და მუყაოს ნარჩენების საპრესი აპარატურა გადმოსცა.
აღნიშნული კონტეინერები ქალაქ მარნეულში წინასწარ შერჩეულ ადგილებზე– საჯარო და კერძო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
ნარჩენების შეგროვებისთვის განკუთვნილი ინვენტარი, გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ და ნაბი აბდულაევმა ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში მოინახულეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების განცხადებით ნარჩენების მართვის პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება და მომავალში ყველა მარნეულელისთვის სასურველ შედეგს აჩვენეს.

სხვა სიახლეები