მარნეულელი ახლაგაზრდები პოლონეთში გაემგზავრნენ
მარნეულიდან ორი ახალგაზრდა პოლონეთში, „ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეულში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.ქალაქ მარნეულის №5 და №8 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეკლა აბესაძე და გუნაი ბაქიროვა მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გამოცხადებული კონკურის წესით შეარჩია.
მარნეულიდან ორი ახალგაზრდა პოლონეთში, „ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეულში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
ქალაქ მარნეულის №5 და №8 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეკლა აბესაძე და გუნაი ბაქიროვა მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გამოცხადებული კონკურის წესით შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ბიზნეს კვირეულში მოსწავლეების მონაწილეობა, გამგებლის უშუალო ჩართულობით, პოლონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა.
„ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეული“ არის უნიკალური ღონისძიება, რომელსაც პოლონეთში, ქალა გდანსკში ორგანიზებას უწევენ 2011 წლიდან „ვაშინგტონის ბიზნეს კვირეულთან“ და მრავალ სხვა პარტნიორთან თანამშრომლობით.
ღონისძიების პროგრამული ნაწილი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეწარმეობისა და კრეატიულობის სწავლებას. პროგრამული სემინარები შექმნილია 16–18 წლის ახალგაზრდებისთვის.
მთელი ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, მონაწილეობას მიიღებენ ბევრ თამაშში და ბიზნესს სიმულიაციებში. ყოველდღე ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს ისეთ ბიზნესს საკითხებში როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ფასები, ღირებულება, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსები, საზოგადო ურთიერთობები და სხვა. გარდა ამისა მიიღებენ გუნდური თანამშრომლობის პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს.
პოლონეთში დაგეგმილ ბიზნეს კვირეულში მონაწილე მოსწავლეებს, გამგზავრების წინ გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი შეხვდა. იგი ახალგაზრდებს პროგრამაში ჩართვის მიზნებზე ესაუბრა და წარმატება უსურვა.