„Studio Hobby House“-ს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
5 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, მდებარე "Studio Hobby House"-ში კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დაესწრნენ.
5 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, მდებარე "Studio Hobby House"-ში კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დაესწრნენ.
დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს სომეხთა უფლებათა დაცვის ასოციაციის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ხელსაქმის შესასწავლი სტუდია,სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ქალბატონებს აერთიანებს, სადაც ბენეფიციარები ეუფლებიან ქსოვას, ქარგვას, მძივებით გაფორმებასა და თექაზე მუშაობას.
ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებისთვის მოეწყო კურსდამთავრებულთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც.