სიახლეები

მუსლიმებმა რამაზანის მარხვის გახსნილების დღესასწაული აღნიშნეს

07 ივლ, 2016

7 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმებმა, კულტურის სახლის ეზოში, რამაზანის მარხვის გახსნილების დღესასწაული აღნიშნეს.

დღესასწაულზე მიწვეულნი იყვენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.გამგებელმა მუსლიმ მოსახლეობას რამაზან ბაირამი მიულოცა და დღესასწაულზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.აღნიშნული დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მორწმუნეები მეჩეთში იკრიბებიან და ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ.

სხვა სიახლეები