მარნეულმა ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა
აღნიშნულ ღონისძიებაში ბატონ ვაჟასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პოეტი, ქალბატონი მანანა დანგაძე, რომლის ლექსებზეც დიდ მაესტროს შექმნილი აქვს მრავალი სიმღერები.
დიდი მაესტროს საიუბილეო კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები, ახალგაზრდები და სხვა მოწვეული სტურმები ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ ვაჟა აზარაშვილის დამსახურება ქართველი ერის წინაშე განუზომელია. ის გახლავთ ფართო დიაპაზინის მსოფლიო დონის ხელოვანი, რომლის კალამს ეკუთვნის კლასიკური, კამერული, საბალეტო და სხვა ჟანრის მრავალი პოპულარული ნაწარმოებები, რომელიც დიდი წარმატებით სრულდებოდა და ახლაც სრულდება დედამიწის ხუთივე კონტინენტზე.