სიახლეები

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“ სოლო კონცერტი გამართა

12 ივლ, 2016

12 ივლისს, მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ბავშვთა ქართულმა ხალხურმა ცეკვის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“ სოლო კონცერტი გამართა.

მარნეულელი მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებულმა ანსამბლმა, მაყურებლის წინაშე ქართული ფოლკლორული საცეკვაო ნომრები წარმოადგინა, რომელიც მდიდარი იყო თეატრალიზებული სანახაობებით. მარნეულის სცენაზე დადგმულმა კონცერტმა, მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები. კონცერტის ბოლოს, ანსამბლის ყველა წევრს გადაეცათ მადლობის სიგელები. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ენგური“ აერთიანებს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს (ანსამბლი დაკომპლექტებულია ქართველი და უმეტესად აზერბაიჯანელი მოსწავლეებით). ანსამბლმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელის დაუღალავი შრომით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამის ნათელი მაგალითია, მიმდინარე წლის 07–12 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გამართულ „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში“ (“FOLK FESTIVAL IN CATALONIA” ) მოპოვებული გამარჯვება, სადაც ანსამბლი ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს გრანპრის მფლობელი გახდა. ფესტივალში მონაწილეობა არამხოლოდ ანსამბლისთვის, არამედ, ზოგადად მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რადგან წარსდგნენ ფართო მაყურებლის წინაშე, ღირსეულად წარადგინეს ქართული კულტურა და ტრადიციები, აჩვენებს საზოგადოებას, რომ ხელოვნების ენა, კლავს კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და ნებისმიერი სახის ბარიერს, ბარიერების არქონა ერებს შორის კომუნიკაციას ხდის მეტად თავისუფალს და მარტივს. ანსამბლ „ენგურის“ წარმატება ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა დიდი მეგობრობისა და ჰარმონიული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

სხვა სიახლეები