გამგებელი „ს.მ.პ.“–ს მოსახლეობას შეხვდა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, პირველ მოადგილე ზაურ ტაბატაძესთან ერთად „ს.მ.პ.“–ს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც გამგებელს
მოსახლეობის ძირითად პრობლემას სასმელი წყლის შეწყვეტა წარმოადგენდა. ასევე, მოსახლეობის დიდი სურვილია მათი ახალგაზრდებისთვის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა. გამგებელმა მოუსმინა მათ პრობლემებს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მყისიერ მოგვარებას დაჰპირდა. ასევე, მოუწოდა პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტში“ ჩართვისაკენ და საპროექტო განცხადების წარმოდგენისაკენ და აქვე აღნიშნა, რომ გასულ წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემოსული 49 საპროექტო განაცხადიდან , დაფინანსდა 34 პროექტი, რომელიც წელს აქტიურად მიმდინარეობს.აღსანიშნავია, რომ „ს.მ.პ.“–ს დასახლებაში, სადაც 40–მდე ოჯახი ცხოვრობს, დღის ბოლოს მოსახლეობის მოთხოვნა სასმელი წყლის თემასთან დაკავშირებით უკვე მოგვარდა.